Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე – რატი ბრეგაძე

მარშალ პრესი 22/07/2024
rati bregadze

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულება ჰქონა „ნაცმოძრაობას“ პატიმრების მიმართ.

„ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების მიმართ. ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ყველაფერი, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. კარგად ვიცით, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრებთან, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა ფორმით ეპყრობოდნენ. 2012 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა. დიდი ირონიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე ან, ზოგადად, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს არა თუ ღიმილის მომგვრელია, არამედ ტრაგედიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს პატიმრებზე, რაც მაჩვენებელია იმ პოლიტიკური უნამუსობის, რისი მატარებელიც ეს პოლიტიკური გაერთიანებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Continue Reading

Previous: მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს, გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს – ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!
Next: მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025