IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბრიუსელში კარანტინის დროს ევროპარლამენტიდან კომპიუტერები და სხვა ნივთები მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ქურდებმა ევროპარლამენტის შენობაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ის კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო ცარიელი იყო.

კომპიუტერები და სხვა ნივთები სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს მოპარეს.

ერთ-ერთი დაზარალებული გერმანელი დეპუტატი ნიკო სემსროტია, რომელსაც ორი ლეპტოპი მოპარეს. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირების ნაკლებობით.

„ეს არის დიდი სკანდალი და არ ვიცი, რატომ დუმს ყველა“, – განუცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოცემა „პოლიტიკოს“.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება