Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და სპეკულაციებს მიმართავენ

მარშალ პრესი 22/07/2024
rati ionatamishvili

რეალურად, ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავენ და ცდილობენ, რაღაც საკითხებზე ხელოვნურად კეთდებოდეს აქცენტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „ამ ადამიანების სავიზიტო ბარათია ორმაგი სტანდარტი“.

„ისინი აპიარებენ იმასაც, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თურმე არამხოლოდ ზურაბიშვილის საქმეზე ყოფილა სწორი. ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია. მეორე მხრივ, მათი მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რაც არ გვიკვირს. ერთ-ერთი დიდი უზნეობა, რაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკაში იკადრონ, არის ორმაგი სტანდარტი, რაც ამ ადამიანების სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Continue Reading

Previous: ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას
Next: Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ვატო ქიზიყურაშვილი “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს” უერთდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025