Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 22/07/2024
irakli kobakhidze
უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში, ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2004 წლიდან 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ თავიდან ბოლომდე შეჭრილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში.
„წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი, რაც მე ვთქვი, ის არის ფაქტი 2004 წლიდან 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობა“ იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უნივერსიტეტებში შეიჭრა, თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ 1 ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთმა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსმა მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი, ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში, იგივე პრაქტიკა იყო მედიაში, სხვა სფეროებში, ანალოგიურად იჭრებოდნენ ისინი კერძო უნივერსიტეტებში.
არ ვიცი, ვინ არის ქეთევან ქუთათელაძე და რა ფაქტთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც მე გავიხსენე, არის ფაქტი, რომელსაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი, უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში. ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, „ნაცმოძრაობას“ სურდა ყველაფრის მონოპოლიზება და ახერხებდა ამას წარმატებით, როგორ მოახერხეს მედიის მონოპოლიზება, ასე პრაქტიკულად მონოპოლიზებული ჰქონდათ თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ცესკოს თავმჯდომარემ უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები ყველაფერთან დაკავშირებით, სწორედ ამის შედეგია, რომ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025