Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

მარშალ პრესი 22/07/2024
davit chikhelidze

არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და ეს გზა დასავლეთმა უკვე გაიარა.

“არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად არასერიოზული და პროვოკაციულია განცხადება, რომ კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, ამით ისინი ამბობენ, ჩვენ წინასწარ განზრახვით დავარღვევთ კანონს, რაც საკმაოდ მძიმე ფაქტია.

გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის გზა, რომელიც დასავლეთმა უკვე გაიარა, აშშ-ი მსგავსი კანონის შედეგად კონგრესმენის გასამართლება მოხდა (რამდენიმე პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს)

საქართველოს შემთხვევაში საქმე უპრეცედენტო დანაშაულთან და უსინდისობასთან გვაქვს, მაგ: “გამჭვირვალობა საქართველო” 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას იღებს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა მოახდინოს, თვითონ კი გამჭვირვალობას ებრძვიან.

დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.