Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც კი მოხსნა კანდიდატურა ბაიდენმა, იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება

მარშალ პრესი 22/07/2024
edisher gvenetadze

როგორც კი მოხსნა კანდიდატურა გადახუცებულ-გადაბერებულმა ბაიდენმა და იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთი-მეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები: ჯაფარიძე, ხაზარაძე, თინიკო, ჭიჭიკო, პატიკო, გუბაზა, გვარამია, მელია… და დაიწყეს მტკიცება საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენო ქვეყანასო! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ელანდებათ საქართველოს გაუბედურება და ამისთვის გასამრჯელოდ მიღებული თანხა. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ რადიკალები 26 ოქტომბერს პოლიტიკურ მოუსავლეთში წავლენ.

“როგორც კი მოხსნა კანდიდატურა გადახუცებულ-გადაბერებულმა ბაიდენმა და იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთი-მეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები: ჯაფარიძე, ხაზარაძე, თინიკო, ჭიჭიკო, პატიკო, გუბაზა, გვარამია, მელია… და დაიწყეს მტკიცება საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენო ქვეყანასო!

მოკლედ, ელანდებათ ამ შტატიან მოღალატე-უბედურებს საქართველოს გავერანება-გაუდაბურება და ამისთვის გასამრჯელოდ მიღებული ბღუჯა-ბღუჯა დოლარ-ევროები!
ვერ ეღირსებით!

თქვენი პოლიტიკური კუბო უკვე შეჭედილ-გამზადებულია, რომელშიც რიგრიგობით ჩაწვებით 26 ოქტომბერს და განმწესდებით პოლიტიკურ მოუსავლეთში!
ამის კიდევ ერთი მკაფიო დამადასტურებელი იყო პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენცია, სადაც მან საბოლოო წერტილი დაუსვა პრეზიდენტ-ნაციონალებთან ერთად ქვეყანაში არსებულ კოლექტიურ მეხუთე კოლონის მომავალში არსებობა-არარსებობას!” – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ამ უცოდინარმა ქალმა ამით ფაქტობრივად აღიარა სასამართლოს ლეგიტიმაცია და ის რომ აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი
Next: რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.