Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

მარშალ პრესი 22/07/2024
irakli kobakhidze
თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ის თავად იყო ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში და კანონპროექტის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.
„ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტიო როგორ ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდება იმის მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში, მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო. ერთი მხრივ, მაქსიმალურად განგვეტვირთა ციხეები ისე, რომ ამას არ გაეუარესებინა კრიმინოგენური ვითარება. თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა
Next: ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.