Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში

მარშალ პრესი 22/07/2024
irakli kobakhidze3

დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია შეურაცხმყოფელი, უხეში ტერმინებით მოიხსენიებდა ტრამპს.

„ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში

 ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ.

როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთ-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში უსამართლობა, ასეთი უსამართლობა მე მგონია, რომ აღარ მოხდება, იმ  შეთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები
Next: ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025