Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“

მარშალ პრესი 22/07/2024
irakli kobakhidze

ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

„ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია, რომ შედარებით მეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა ნაციონალებს, როგორიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. მათ სურთ, რომ მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. ამისათვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.
ეს რეალურად ერთადერთ რამეს ცვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება წარმოდგენილი 40-ის მაგივრად 45 ან 50 დეპუტატით. ეს არის ერთადერთი განსხვავება. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება და საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს
Next: პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025