Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი ოფიციალურად პირველად გამოთქვა

მარშალ პრესი 22/07/2024
levan nikoleishvili

ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო.

2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინ როცა საქართველოში მშვიდობას დასცინოდნენ, გაურკვეველია რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება უკრაინის მიერ. „ეს კვირა ორი ამბით დაიწყო:

1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო.

2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა. აი, იმ უსინდისო პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს მინდა ვკითხო, წლის ბოლოსთვის უკრაინას რუსეთი დამარცხებული ეყოლება თუ ტერიტორიები დაბრუნებული? მაშ, რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ განწირული უკრაინის გადასარჩენად რუსეთთან ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ? საქართველოში მშვიდობას რომ დასცინოდნენ და გაკვირვებული მხრებს იჩეჩდნენ ვინ გექაჩებათ რუსეთთან ომშიო, ის ხალხი სად არის ახლა?“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: დროა ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი – ალექს სოროსი
Next: უკრაინაში “გლობალური ომის პარტიის” მასშტაბური სისხლიანი აფერა დასასრულს უახლოვდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025