IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა მამაკაცს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შესხა და ცეცხლი წაუკიდა.

ბრალდებული შალვა გოგოლაძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარრდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება