Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

მარშალ პრესი 21/07/2024
gia abashidze

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის თქმით, ბინძურ კომბინაციებში, სადაც მდიდარი და გავლენიანი “მტაცებლების” დიქტატია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა უმადლოდეს “ქართულ ოცნებას”, რომ დიდ კატასტროფას გადაარჩინა საქართველო. მანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დასამშვიდებლად ჯერ არავის აქვს საქმე, საქართველო აგრძელებს “ბეწვის ხიდზე” სიარულს.

“საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ, ექს-პრემიერი ჯონსონი: ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. როგორი ყალბი აღმოჩნდა ის დაპირებები, რომ უკრაინას დაეხმარებოდნენ, სადამდეც საჭირო იქნებოდა, პუტინს დაამარცხებდნენ და ა.შ. იმავდროულად, სუვერენულ საქართველოს შეუტიეს ყველა მხრიდან შეძახილებით, რომ “მეორე ფრონტი” გაეხსნა თვითგანადგურებისთვის, თუმცა “გლობალური ომის პარტიის” ხანმოკლე ინტერესების სასარგებლოდ.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება. ამ ბინძურ კომბინაციებში, სადაც მდიდარი და გავლენიანი “მტაცებლების” დიქტატია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა ვუმადლოდეთ “ქართულ ოცნებას”, რომ დიდ კატასტროფას გადაარჩინა საქართველო. სამწუხაროდ, დასამშვიდებლად ჯერ არავის გვაქვს საქმე, ვაგრძელებთ “ბეწვის ხიდზე” სიარულს… მშვიდობა და აღორძინება გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც უძლებს რუსულ ოკუპაციას და ანგარებიან ავაზაკებს როგორც მის ხელისუფლებაში, ასევე გარედან, ომის წამქეზებელთა მხრიდან!” – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს
Next: როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, თურმე ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები ყოფილა უკრაინის გადარჩენის ერთადერთი გზა. ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთი გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025