IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მთავარი მიზანია, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დიდ დაფასებას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის საზღვების გახსნა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიღწევაა და ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ ისე უნდა გამოიყენოს, რომ არ დაუშვას ვირუსის გავრცელება. მთავრობის მეთაური ე.წ. მწვანე კორიდორების საკითხსაც შეეხო.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე. ეს მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მაგრამ ეს მუშაობა ასევე, უნდა იყოს უკიდურესად გონივრული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეფექტურად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება