Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

აშშ, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, ძალიან მარტივ შესაძლებლობას – კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს

მარშალ პრესი 20/07/2024
david kartvelishvili

„ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობა წარმოუდგენელი, თუმცა, აშშ-თვის ძალიან დამახასიათებელი რამ იყო.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, ძალიან მარტივ შესაძლებლობას – კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს.

„აშშ-ში ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, დემოკრატებისა და ბაიდენის მხრიდან უკვე გაფუჭდა. დაწყებული – ავღანეთიდან სამარცხვინო გამოსვლით; გაგრძელებული – ტერორისტებად შერაცხილი თალიბებისთვის 18 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და ულტრათანამედროვე თვითმფრინავების დატოვებით, თუ უკრაინის სამხედრო აფერაში უშუალო მონაწილეობით. ასევე, მთელ რიგ ლოკაციებზე ფერადი რევოლუციების მომზადებით (ეს იყო: ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი…), რომლებიც კრახით დასრულდა. ანუ, სამხრეთ-კავკასიის აფეთქების გეგმა, მათ შორის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლების, აყირავების, გადატრიალების, ე.წ. მაიდანის გეგმა, ჯერჯერობით განუხორციელებელია. რაც შეეხება ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობას, ეს წარმოუდგენელი, თუმცა, აშშ-თვის ძალიან დამახასიათებელი რამ არის. ამ ქვეყნის 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის არაერთი მცდელობა იყო. ქვეყანა, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, შეიძლება ითქვას, ძალიან მარტივ შესაძლებლობას – კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს.“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ხატია დეკანოიძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანს “დაეტაკა”
Next: ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადის (EuPhO 2024) გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.