
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებმა მისი საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლის გეგმაზე მსჯელობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული NBC News ოჯახის ორ ახლობელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოჯახში საუბრის მთავარი თემა არის ის, თუ როგორ უნდა გავიდეს რბოლიდან ბაიდენი ისე, რომ მისი „დემოკრატიული პარტია“ არ დაზარალდეს, აღმოჩნდეს უკეთეს მდგომარეობაში და მათმა ახალმა კანდიდატმა შეძლოს „რესპუბლიკელების“ დონალდ ტრამპის დამარცხება.
თავის მხრივ თეთრი სახლის წარმომადგენელი ენდრიუ ბეითსი უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას. „ასეთი რამ არ ხდება. წერტილი!“, – თქვა მან. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ურჩია ჟურნალისტებს შეინარჩუნონ ბაიდენისადმი რწმენა.