Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია – ილია დარჩიაშვილი

მარშალ პრესი 19/07/2024
ilia darchiashvili

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მის უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.

„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება, და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – თქვა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ეფექტური დიალოგის წარმოება ყველა ევროპელ კოლეგასთან ინფორმაციის ღია გაცვლის მიზნით.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში და განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს
Next: გურიის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.