Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

მარშალ პრესი 19/07/2024
5

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის,  ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა 18 ივლისს ცესკოში გაიმართა.

Post navigation

Previous: მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ საქართველოს შორის, ყველა პარამეტრში, ყველგან და ყველაფერში გვაქვს აშკარა და ხელშესახები პროგრესი
Next: სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.