Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა – ირაკლი ზარქუა მედიის გამჭვირვალობის კანონზე

მარშალ პრესი 19/07/2024
irakli zarkua

ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

ირაკლი ზარქუა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.

„ქართული კანონი ითვალისწინებს, რომ გიგაურმა, ლომჯარიამ და მედიამ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია და ამაზე გვაცვეს ჯვარს. გაცილებით მკაცრი კანონებია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში და ამაზე ხმა არ ამოუღიათ. კანონი მიიღო კანადამ და ხმა არ ამოუღიათ. თურქეთმა დაიწყო მუშაობა და რაიმე გაგიგიათ? ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? ფოტიგა გააგდეს, ევროპარლამენტში აღარ არის. რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეს როგორ? კუბილიუსის ქვეყანა რუსეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა და ჩვენ გვეუბნებოდა, სანქცია რატომ არ დაუწესეთო. აბა, მანდ რას შვრები, საკუთარი მთავრობა დაგმე და ლიეტუვის ბიზნესწრეებს მოუწოდეთ, ასე არ გააკეთონ?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს
Next: მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.