Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის

მარშალ პრესი 18/07/2024
shalva papuashvili

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა. გაწიროს არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ეს დაიწყო ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების დღიდან, როდესაც არჩევნების ღამესვე დათესეს ისტერია, გაყალბებული არჩევნები და ა.შ. და ეს შემდეგ გაამყარა რამდენიმე მდიდარი „ენჯეოს“ დასკვნამ, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იყო ყალბი. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ამას მხარს უჭერდნენ მათი დონორებიც. USAID-იმ ეს ყველაფერი იცოდა და ქართველ ხალხს ერთი თვის განმავლობაში გვიმალავდა, ბოლოს თვითონ აღიარა „ისფედის“ ხელმძღვანელმა, რომ მან უთხრა დონორს, USAID-ის, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ფონდი, ეს არის აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურა, სამინისტროს დონის ორგანიზაცია. აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები გვატყუებდნენ.

ჩვენ ვუყურებთ ოპოზიციის მხარეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. 6 თვე პარლამენტი იყო ბოიკოტის პირობებში, ბოლოს როგორც იქნა ძლივს შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შემდეგ ამას მოყვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოგვაპარეს მიხეილ სააკაშვილი. შემდეგ უკრაინაში დაიწყო ომი და რუსეთის შეჭრის დღიდანვე ჩვენ ვნახეთ რაც ხდებოდა. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ პარლამენტის წინ აქცია ჩაატარეს, რაშიც ჩაერთნენ ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში – ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია
Next: „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება – თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025