Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე,

მარშალ პრესი 18/07/2024
452111531_875069847987363_3065030734165404753_n

ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით.

საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს
Next: კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.