Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს

მარშალ პრესი 18/07/2024
pedro sanchez

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა “დემოკრატიული რეგენერაციის” გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.

სანჩესის ეს გეგმა უკვე დაგმო მემარჯვენე ცენტრის კონსერვატიულმა მემარჯვენე ოპოზიციამ (PP/EPP) და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პრესის ცენზურის და კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა – ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

სანჩესმა პარლამენტს გუშინ განუცხადა, რომ დემოკრატიის სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკება ყველა საპარლამენტო ჯგუფთან და მედიის წარმომადგენლებთან მოხდება. მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს მედიის მეტ დამოუკიდებლობას და დაიცავს ესპანურ დემოკრატიას.

ამასთან, სანჩესის განცხადებით, შემოთავაზებული კანონმდებლობა შეესაბამება მედიის თავისუფლების რეგულაციას.

მედია უნდა იყოს თავისუფალი საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობით, მაგრამ მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, თუ შეურაცხყოფენ ან ცილისწამებას აყენებენ – ამტკიცებს ესპანეთის პრემიერი.

სანჩესს მედია ცენზურაში ადანაშაულებს. საქმე აღძრა მანოს ლიმპიასმა (სუფთა ხელები), თვითგამოცხადებულმა პროფკავშირმა, რომელიც კავშირშია ესპანურ ულტრამემარჯვენეებთან. სანჩესის გეგმებზე საპასუხოდ, PP-ის ლიდერმა ის მედიის მიმართ მუქარაში და კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით კი, მთავრობა აპირებს შეაჩეროს ცრუ ინფორმაცია და კანონი გამიზნული იქნება მათზე, ვინც “ტყუილი მომგებიანი ბიზნეს აქცია”.

Continue Reading

Previous: დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ, ევროპაში ბევრს არ ესმის ეს რამდენად რთულია
Next: გვარამიას ბნელი წარსულის და აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025