Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, 4 წლის განმავლობაში ერთი ინფორმაცია არ გასულა, რაც არ იყო საჭირო და რაც საიდუმლოდ ითქმებოდა უმრავლესობის შიგნით

მარშალ პრესი 18/07/2024
mamuka mdinaradze

ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, მათ შორის, ბოლოს საუკუნის აფიორის წინააღმდეგ, რასაც ე.წ. რუსული კანონის კამპანია ერქვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ის დღე, როდესაც სიები ცესკოში შედის.

„რა თქმა უნდა, ახალ სახეებსაც უნდა ველოდოთ და ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, მათ შორის, ბოლოს საუკუნის აფიორის წინააღმდეგ, რასაც ე.წ. რუსული კანონის კამპანია ერქვა. ასე მდგრადი უმრავლესობა ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება.

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ გუშინ ერთ-ერთ ეთერშიც ვთქვი, ალბათ სამ კაცში არ ინახება ხოლმე საიდუმლო. ამ 84 ადამიანის შემადგენლობამ შეძლო, რომ 4 წლის განმავლობაში ერთი ინფორმაცია არ გასულა, რაც არ იყო საჭირო და რაც საიდუმლოდ ითქმებოდა უმრავლესობას შიგნით.

სხვათა შორის, წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის სხდომაზე რაღაცას რომ ვიტყოდით, შემდეგ თქვენ მეკითხებოდით ზუსტად 3 წუთში ესა და ეს საკითხი რატომ განიხილეთო. დღეს მაგისი ფუფუნება, საბედნიეროდ, თქვენ არ გაქვთ“, – აღნიშნა მან.

Continue Reading

Previous: ნატოს ყალბი დაპირებები უკრაინაში იმედგაცრუებას ზრდის – გამოცემა “პოლიტიკო”
Next: ანა დოლიძე ხომ მთელი ცხოვრება ებრძვის მევახშეებს და შეუერთდა ხაზარაძეს. ახლა გახარიაც თუ შეუერთდა, მათი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ამ პარტიას მოდით, ყველამ ერთად დავარქვათ „პრინციპულები“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025