Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხოლმე არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, მოვიდოდნენ და დასვამდნენ შეკითხვებს, თუმცა, ასეთი რამ არ ვიხილეთ

მარშალ პრესი 18/07/2024
anri oxanashvili

გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხოლმე არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, მოვიდოდნენ და დასვამდნენ შეკითხვებს, თუმცა, ასეთი რამ არ ვიხილეთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა ამავე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენდნენ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ გიორგი გაბიტაშვილის განვლილი პროფესიული საქმიანობა მას განხორციელებული აქვს კეთილსინდისიერად.

„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვები, მათ შორის, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ამბობენ ხოლმე კამერების წინ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მართალია, არიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები, თუმცა, გვქონდა მოლოდინი, რომ სხვები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხოლმე არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, მოვიდოდნენ და დასვამდნენ შეკითხვებს. ჩვენ ასეთი რამ არ ვიხილეთ და ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ბატონ გიორგის განვლილი პროფესიული საქმიანობა მას განხორციელებული აქვს კეთილსინდისიერად და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ქმნის საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მივიღოთ შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: მთავარ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩიეს
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.