Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 18/07/2024
021

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა. ანაჰიტ ავანესიანი, ადგილზე, გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო  დაფინანსებით იღებენ. 

კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ, სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ონკოლოგიური მიმართულებით გატარებული ცვლილებებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სერვისები მათთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა. 

თოდუას კლინიკაში, მინისტრთან და სომხეთის დელეგაციასთან ერთად, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეც იმყოფებოდნენ. 

Post navigation

Previous: Gvantsa Papavadze ვლადიმერ ბოჟაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!
Next: საინტერესოა ეს ქათქათა სახლის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საკუთარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს კითხულობს თუ მხოლოდ „ჟურნალისტ“ რაუფ ოღლუსთან წინასწარ შეთანხმებული შეკითხვების ტექსტებს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.