Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა

მარშალ პრესი 18/07/2024
nino pochkhua

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა.

ფოჩხუას თქმით, გაუგონარი ამბავია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, თან ამუნათებდე და თან აქებდე საქართველოს ხელისუფლებას მიღწეული წარმატებებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საინტერესოა პარტიული, ვითომ ოპოზიციური ტელევიზიები რა შეფასებას მისცემენ დღევანდელ ანგარიშს.

„გაუგონარი ამბავია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, თან ამუნათებდე და თან აქებდე საქართველოს ხელისუფლებას მიღწეული წარმატებებისთვის.
თურმე საქართველო წინ მიიწევს, ეკონომიურად ვითარდება, საინვესტიციო გარემო ყველაზე ხელსაყრელია სხვა რეგიონალურ ქვეყნებთან შედარებით, ბიზნესის პირობები კარგია და ა.შ.
თავის ანგარიშში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არც ის დავიწყებია თუ როგორი ბიზნეს გარემო იყო წინა ხელისუფლების დროს, ქონების იძულებით გადაცემა და ბიზნეს ტერორი რომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ანგარიშში აღნიშნულია თუ როგორ ცდილობს საქართველო, უკრაინა-რუსეთის ომის შემდგომ, მოირგოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გაზრდილი ვაჭრობის შუა დერეფანი, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობასა და წინსვლას.

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა.
ძალიან საინტერესოა პარტიული, ვითომ ოპოზიციური ტელევიზიები რა შეფასებას მისცემენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ ანგარიშს თუ არ ახსენებენ საერთოდ“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: საქართველოს მოსახლეობავ, ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად ისე, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, ყველა – მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში!
Next: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025