Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

მარშალ პრესი 18/07/2024
mamuka mdinaradze

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან არჩევნების ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

„ეს იქნება მთავარიც ცრუ ბრალდება, ყველაზე ამაზრზენი ამბავი, რომელსაც შეიძლება საქართველო მოსახლეობის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი აჰყვეს, თუმცა ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ამან არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ვიღაც მოქალაქემ ხომ დაწერა 84 ტყვია უნდა მოხვედროდათ ვინც გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმაო – პიარის გავლენით დაუკვეთა სხვა მოქალაქეებს, რომ 84-ვეს კეფაში ტყვია უნდა მოხვედროდათ სიცრუეზე დაყრდნობით, რომ თითქოს ეს რუსული კანონი იყო. ამ ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა ჩვენ დახვრეტას. ვიღაცამ მართლა რომ ეს დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ ესენი ტყვიას იმსახურებენ და ვიღაცამ მართლა ტყვია ისროლოს, ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა არ დგას? ხომ შეიძლება 4 მილიონში ერთი აღმოჩნდეს ისეთი, რომ ამოტრიალებოდა გონება და იმ ახალგაზრდასავით რომელიმე მათგანისთვის ესროლა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში იყრის თავს იმ დიდ ბოროტებაში, რასაც ახლადდაშლილი ნაცმოძრაობა ჰქვია, მათ რეალურად გლობალური ომის აგენტები ჰქვიათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ
Next: ჩვენ რეალურად ისეთი საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025