Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს

მარშალ პრესი 17/07/2024
maka bochorishvili

ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ ევროპარლამენტარების რიცხვი, ვინც მომხრე იქნება ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვის.

„ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ პროცესის დასაწყისზე, როდესაც უნდა გავხსნათ მოლაპარაკებები და ერთნაირად ჩავერთოთ ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს პოზიცია დააფიქსირა ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ ევროპარლამენტარების რიცხვი, ვინც მომხრე იქნება ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვის, ვინაიდან, გაფართოება შეუძლებელია მოხდეს პოლიტიკური დიალოგის გარეშე, შეუძლებელია გაფართოებაზე ვისაუბროთ თუ არ განვიხილავთ ყველა პრობლემურ საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს
Next: როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.