Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შევეცდებით, ამომრჩევლამდე კიდევ უფრო ზუსტად მივიტანოთ ის გზავნილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ირჩევს საქართველო – ომს თუ მშვიდობას

მარშალ პრესი 17/07/2024
zaal mikeladze

„ჩვენ – „ხალხის ძალა“ და ქართული ოცნება“, ოქტომბრის არჩევნებში გაერთიანებული ძალებით ვიქნებით წარმოდგენილი იმ ღირებულებების დასაცავად, რაზეც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ირჩევს საქართველო – ომს თუ მშვიდობას.

„მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსება – ეს არის ის, რასაც ყველა გამოსვლაში ვახსენებთ და რაც მთელი 12 წლის განმავლობაში უწყვეტად შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. სწორედ ამით შევალთ ევროპაში. თან, ეს ყველაფერი გარე თუ შიდა ზეწოლის ფონზე მოხერხდა და რაც მთავარია, სამწუხაროდ, ეს ზეწოლა არსად არ წასულა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა სიტყვით გამოსვლისას, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ომი იყო და საუბედუროდ, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია. იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკრაინისთვის თავსმოხვეული ეს უბედურება მაქსიმუმ ერთ წელიწადში დასრულდება და ევროპასაც და ჩვენს ქვეყანასაც მშვიდობიანი განვითარების საშუალება მიეცემა.

ქვეყანაში არსებულ მშვიდობას უკავშირდება კეთილდღეობაც, რაც თითოეულ მოქალაქეს ეხება და რაზეც თანმიმდევრულად მუშაობს ხელისუფლება. ამ მხრივ კი ომზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ომს თავი აარიდა, ახლა კი ბურთი ჩვენი მოქალაქეების მხარესაა – მათ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება არჩევნებზე. შევეცდებით, ამომრჩევლამდე კიდევ უფრო ზუსტად მივიტანოთ ის გზავნილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ირჩევს საქართველო – ომს თუ მშვიდობას.“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენ თანასწორად ვესაუბრეთ მსოფლიოს, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად იგრძნეს ქვეყნის სუვერენიტეტი და წლის ბოლოს შედეგი დავდეთ – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ
Next: საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.