Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმავეს აგრძელებენ – ბოროტებას. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც იბრძვის მშვიდობის შესანარჩუნებლად

მარშალ პრესი 17/07/2024
kaxa kaladze

ოპოზიციაში არიან და ისეთი რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმ რესურსებით, რაც აქვთ, იმავეს აგრძელებენ – ბოროტებას, სიძულვილის თესვას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ბულინგს, შეურაცხყოფას, დაშინებას. ეს არის მათი ყოველდღიურობა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც იბრძვის და ზრუნავს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ღირსება, ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და დღესაც იმავეს აგრძელებენ ეს [წინა ხელისუფლების წარმომადგენლები] ადამიანები. შეიძლება ოპოზიციაში არიან და ისეთი რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმ რესურსებით, რაც აქვთ, იმავეს აგრძელებენ – ბოროტებას, სიძულვილის თესვას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ბულინგს, შეურაცხყოფას, დაშინებას. ეს არის მათი ყოველდღიურობა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც იბრძვის და ზრუნავს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.

არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას საქართველოში. რატომ უნდა გაიხსნას?! ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ის უბედურება, რაც შეიძლება ომმა ქვეყანას მოუტანოს, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ვიცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს და შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. საბოლოო ჯამში, ძლიერი საქართველო ძლიერი ეკონომიკით მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა კალაძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ
Next: ჩვენ თანასწორად ვესაუბრეთ მსოფლიოს, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად იგრძნეს ქვეყნის სუვერენიტეტი და წლის ბოლოს შედეგი დავდეთ – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.