Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას – ჩვენ ღირებულებით ერთობა გვაქვს და არც არასდროს გვქონია განსხვავებული შეფასებები

მარშალ პრესი 17/07/2024
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ საერთო სიით გასვლას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, ქართულ ოცნებას და ხალხის ძალას ღირებულებითი ერთობა აქვთ. სეფაშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიზანი არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.

“ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ღირებულებით ერთობა გვაქვს და არც არასდროს გვქონია განსხვავებული შეფასებები. ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას. სხვადასხვა გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამჟამად უმრავლესობის გუნდს 60%- იანი მხარდაჭერა აქვს. ხალხისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდება ის დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია ავრცელებს საზოგადოებაში და ესეც შეუმცირებს მათ მომხრეებს. ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს, ასე რომ, მათი დამარცხება გარდაუვალია,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: შორს ვართ იმ ილუზიებისაგან, რომ ეს შესწორება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების გაზრდას ითვალისწინებს
Next: “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.