Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე

მარშალ პრესი 17/07/2024
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების„ საარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დეზინფორმაციულ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები მათთვის უკანასკნელი შანსია. თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ არჩევნები რთული იქნება, თუმცა მშვიდობისა და სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.

მისი თქმით, მოსახლეობას არჩევანი აქვს სიმართლესა და სიცრუეს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, სადაც ბუნებრივია ხალხი სიმართლესა და წინსვლას აირჩევს. “გუშინდელი დღის შემდეგ, დაინახეს რა სრულად მობილიზებული ძლიერი სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიცია ჩართავს დეზინფორმაციის ნაკადს და დაიწყებს კვლავ ბინძურ საარჩევნო კამპანიას. ვიხილავთ იგივეს, რაც ვიხილეთ გაზაფხულზე და ალბათ კიდევ უფრო მეტს, რადგან ეს არჩევნები მათთვის ბოლო შანსია და უკან არაფერზე დაიხევენ, მათ შორის, ძალადობაზე.

ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. რთული იმიტომ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა თავიანთი ლიბერალური ფაშიზმით ბოლომდე შემოგვიტევენ არა მარტო ჩვენ, არამედ, ქვეყანას.

თუმცა, უახლოესმა წარსულმა აჩვენა, რომ ისინი შედეგს ვერც ხელისუფლებასთან და ვერც საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებით ვერ აღწევენ. პირიქით, თავად ზიანდებიან. ამ არჩევნებში ქართველ ხალხს მარტივი არჩევანი აქვს სიმართლესა და სიცრუეს შორის, რეალურ და ყალბ პატრიოტიზმს შორის, მშვიდობასა და ომს შორის, სუვერენიტეტსა და უსიტყვო მორჩილებას შორის. ბუნევრივია, ხალხი ირჩევს მხოლოდ სიმართლეს და წინსვლას. ბიძინა ივანიშვილის გუშუნდელმა დამაჯერებელმა გამოსვლამ, საზოგადოებაში კიდევ ერთხელ განამტკიცა მოლოდინები იმის შესახებ, რომ საქართველო უკან არ დაიხევს და მხოლოდ წინ ივლის ღირსეული განვითარების გზაზე,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნება” დღემდე დაუმარცხებელი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ვერ დაიმორჩილა ვერც შიდა და გარე აქტორებმა, ძალა, რომელსაც არ ეშინია პოლიტიკაში ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ღია პოლიტიკური თამაშის
Next: საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია – გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან “ჩაწყობილია” ან “გლობალური ომის პარტია” მწარედ იტყუება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025