Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით კეზერაშვილს ქვეშევრდომები ეახლნენ

მარშალ პრესი 17/07/2024
va

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტ-საბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები და კეზერაშვილის პოზიციების შესუსტების საკითხები. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მიზეზი კი, კადრების გადანაცვლებას უკავშირდება. კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე კეზერაშვილმა დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია მან აკონტროლოს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე საარჩევნო შტაბს ფორმალურად უხელმძღვანელებს, ხოლო ფაქტობრივი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იქნება. სააკაშვილს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე სურს. ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით კი, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა გახდეს მისი კადრი დიმიტრი შაშკინი. არსებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა კვიპროსზე გამართული შეხვედრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილებას იწვევს, ხატია დეკანოიძეს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით დეკანოიძე, რომელმაც სკანდალურად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა დაინიშნოს თინა ბოკუჩავას მოადგილედ და პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

კვიპროსში გამართული შეხვედრის მონაწილეთაგან თბილისში გიორგი ვაშაძე მეუღლესთან და პეტრე ცისკარიშვილთან ერთად გუშინ დაბრუნდა. ის დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით – მაია ბითაძე
Next: სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025