კორონავირუსით გარდაიცვალა დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

470
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ლიანა ნებაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, შვილი, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, დედა, ბებია, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე.”– წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება