Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის გვერდში დგომით და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ხალხის თანადგომით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს

მარშალ პრესი 16/07/2024
irakli garibashvili

„ქართული ოცნება“ და წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის.

„დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ!

მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას! შესაბამისად, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება – ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის და ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის. ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა
Next: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025