Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში!

მარშალ პრესი 16/07/2024
mamuka mdinaradze

ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად სჭირდებათ.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ივლის იმ გზაზე, სადაც ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, დეოკუპაციის და ევროპულ ოჯახში ღირსეული წევრობის თანაბარი შანსი და გარანტია იქნება.

„აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს, იმ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს. აი, ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად ჭირდებათ.

ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში! და არც ერთი მათგანი რომელიმე მეორის ხარჯზე. ამიტომ, მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! და მხოლოდ ევროპისკენ!“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ
Next: მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025