Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის

მარშალ პრესი 16/07/2024
kaxa kaladze

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ, პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე, „ქართული ოცნების“ დაფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც 2012 წელს წარმოთქვა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზნები და ამოცანები უცვლელია – ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს მომავალი გამარჯვებები.

„ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!“- ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დაფუძნებელმა მაშინ წარმოსთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების“ შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო.

დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის!

„ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის; ევროპული მომავლისთვის; ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის; ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის; ეკონომიკური წინსვლისთვის; საქართველოს გაერთიანებისთვის!“- აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო
Next: აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც სწრაფი ტემპით განვაგრძობთ წინსვლასა და განვითარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.