Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ რეჟიმი, რომლის ხელწერა იყო ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება

მარშალ პრესი 16/07/2024
bidzina

ჩვენმა თანამოქალაქეებმა ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, თუმცა, „როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას წარმოადგენდნენ“.

„გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციიდან დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის განვითარებაში პრინციპული გარდატეხა შეიტანა. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ რეჟიმი, რომლის ხელწერა იყო ადამიანების წამება, უკანონო პატიმრებით სავსე ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა. ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

Continue Reading

Previous: დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება
Next: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025