Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა

მარშალ პრესი 16/07/2024
david kartvelishvili

მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას-წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც “გლობალური ომის პარტიამ” ევროპაში ვერც ფუცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში – ვერც ტრამპი.

„თავში მიტრიალებს მხოლოდ ერთი კინემატოგრაფიული ფრაზა: “ყველას ვერ დახვრეტთ!”. სხვა კომენტარს ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას ვერ გავუკეთებ. ჯერ იყო და მან მოუწოდა უნგრეთში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო უწყებების მინინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებისაკენ, და იმავე თარიღებში იგივე მინისტერიალი სულ სხვა ლოკაციაზე დანიშნა.
და აი მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას.
ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც “გლობალური ომის პარტიამ” ევროპაში ვერც ფიცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში – ვერც ტრამპი. ეს არის ამ ომში გარდაუვალი წაგების ისტერიული და უტყუარი ნიშანი. ეს არის აგონია და “პაციენტის” კლინიკური სიკვდილის ფაზაში შესვლა, რასაც რეანიმაციული ღონისძიებები ვეღარ უშველის.“-წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
Next: ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ NGO-ებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის კითხვები, რაც „რადიკალური“ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025