Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

მარშალ პრესი 16/07/2024
salome zurabishvili

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიებზე ინფორმაციას ავრცელებს
Next: 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025