Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის მხარდაჭერით, ღონისძიება სახელწოდებით „2024 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“გაიმართა

მარშალ პრესი 16/07/2024
011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის მხარდაჭერით, ღონისძიება სახელწოდებით „2024 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“გაიმართა.
პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის – „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ დაჯილდოების ცერემონიას, 2023 წლის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტის სტატუსით, წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება, პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა. ღონისძიების ბოლოს, დაჯილდოვდნენ თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტები.
ღონისძიების მიზანია რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მათი სამომავლო თანამშრომლობის წახალისება, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, ნომინაცია- „წლის საუკეთესო რეგიონული მხარდამჭერი“, 2022 წელს პირველად დაწესდა.
დაჯილდოების ცერემონიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მუნიციპალიტეტების მერები, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულები, მოწვეული სტუმრები და რეგიონებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს
Next: ტრამპის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინაში ომის შეჩერების მომხრეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025