Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას – გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე

მარშალ პრესი 16/07/2024
giorgi chakvetadze

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს და აღნიშნავს, რომ სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე.

ჩაკვეტაძის თქმით, ზემოთ ხსენებული კვლევით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.

„სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ჩატარებული საბაზისო კვლევით დასტურდება, რომ 474 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქტს:
51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებ.გვერდი;
62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო;
68%-ს – პროექტების დასახელება;
89%-ს – გრანტების ოდენობა;
80%-ს – პროექტის/გრანტის ვადა;
97%-ს – წლიური ანგარიში;
70%-ს – ინფორმაცია გუნდის შესახებ.

ამით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.

როდესაც რაიმეს მალავ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ეს საჯარო არ გახდეს. ასევე, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს არ იცავ, უხერხულიც კი არის, სხვას მიუთითო გამჭვირვალობაზე.

ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კანონიც.
კვლევის შესახებ:
ბმული 1
ბმული 2 – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Continue Reading

Previous: უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და ასეთის არსებობის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირების მოხდენაა
Next: აშშ-ის დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის, ეს არის ვაშინგტონის გზავნილი მსოფლიოსადმი – მეთიუ მილერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025