Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული

მარშალ პრესი 15/07/2024

ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული. „ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით.

ჯერ იყო და ე.წ. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატთა ვოიაჟი დააფინანსეს საქართველოს ქალაქებში, ვითომდა ევროინტეგრაციაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. არადა, როგორც შევიტყვე, მათ შორის შეხვედრების მონაწილეებისგან, ძირითადი დრო ხელისუფლების ლანძღვას და დამსწრეებში ანტი-სახელისუფლებო განწყობების გაღვივებას დაეთმო. ახლახანს, მსგავსი თავყრილობა, ისევ NDI-ს დაფინანსებით, ჩატარდა წნორში, რომელიც ფაქტიურად “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად გადაიქცა. არადა, ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახსნილა. გგონიათ საქართველო გამონაკლისია? არა! იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული“, – წერს ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: თუ გავითვალისწინებთ ელისაშვლის მზაკვრულად მიპარვის მეთოდს, ნუ გამოვრიცხავთ, ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ
Next: ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებული თავდასხმით ლიბერალური ფაშიზმის მესვეურებმა პანდორას ყუთი გააღეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025