სოფელ იყალთოში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

126
წაკითხვა/ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროს მოხდა. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები
მოწონება