Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი წერილის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე – როგორ ებრძვის თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი ნორმალურ, ცივილიზებულ სამყაროს

მარშალ პრესი 15/07/2024
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, წერილის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ახსნაა, თუ როგორ ებრძვიან ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ტრადიციებს და ღირებულებებს. გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ტრამპზე თავდასხმა არა მხოლოდ პიროვნებაზე იერიში, არამედ ტრადიციების, ღირებულებებისა და მშვიდობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმაა.
დეპუტატის თქმით, უცხო ძალის წარმომადგენლები, რომლებიც რადიკალური გზებით ებრძვიან ცივილიზებულ სამყაროს, საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისას ობიექტურები არ იქნებიან.

„ჩვენი წერილის მიზანი, პირველ რიგში, არის გამოვეხმაუროთ ამ ამაზრზენ ფაქტს – ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს არ იყო ტრამპის, როგორც მხოლოდ პიროვნების წინააღმდეგ მიმართული აქტი, ეს იყო – მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ომის მსურველმა ესროლა მშვიდობის მსურველს, ანუ ომმა ესროლა მშვიდობას, ტრადიციებს ესროლა ლგბტ პროპაგანდამ. შესაბამისად, ჩვენი წერილის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე – როგორ ებრძვის თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი ნორმალურ, ცივილიზებულ სამყაროს. როდესაც ასეთი უცხოური ძალის წარმომადგენლობა, სხვადასხვა ენჯეოების თუ დონორების სახით, გამოვლენ და ობიექტურობის მანტიას მოისხამენ სხვა ქვეყნებში, ამ შემთხვევაში საქართველოში, არჩევნებზე დასაკვირვებლად, რა თქმა უნდა, აქ სანდოობის ხარისხი მცირდება და არავის აღარ ექნება იმის ილუზია, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც კლავენ მშვიდობას, ტრადიციებს და ოჯახურ სიწმინდეებს, რომელიმე ქვეყანაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ობიექტურები იქნებიან.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ძნელია იმის მარჩიელობა, თუ ვისი „ხელი“ მოელანდათ საქართველოში – პეკინის თუ მოსკოვის, მაგრამ ჩვენთან დაგეგმილი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამას მომავალი გვიჩვენებს
Next: ეს იმ შეთქმულების ნაწილია, რომელშიც აშშ-ის ლიბერალური ფრთა მონაწილეობს, ეს შეთქმულება არამარტო ამერიკის ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელ მსოფლიოში ხორციელდება და ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025