Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე, „თვალთხარიას“, რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს

მარშალ პრესი 15/07/2024
kaxa kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება. ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – „თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Post navigation

Previous: ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI-ს მიმართ და ეს ისტორია მახსენდება – ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან
Next: თბილისის დასუფთავებას ახალი მანქანები აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.