Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლაც თქვან, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, თუმცა, ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებასა და მუქარებს ,,გაპრავებას” დაუწყებენ პატრონების დავალებით

მარშალ პრესი 14/07/2024
tengiz sharmanashvili

თენგიზ შარმანაშვილი: სენატორმა შაჰინმა დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო, ის რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია და ბოლოს, სასიკვდილოდ გამეტება სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია? ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

მისი განცხადებით, აგენტები და სასარგებლო იდიოტები ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ დაჭრას და მუქარებს ,,გაპრავებას” დაუწყებენ პატრონების დავალებით. შარმანაშვილი ასევე ეხმაინება სენატორ ჯინ შაჰინის საქართველოში ჩამოსვლას და ვარაუდობს, რომ იგი არა არჩევნების დასაკვირვებლად, არამედ ისეთივე ,,სამართლიანი” გარემოს დასამკვიდრებლად ჩამოდის, როგორიც აშშ-შია.

“ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო. თუმცა ეს აგენტები და სასარგებლო იდიოტები ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებასა და მუქარებს ,,გაპრავებას” დაუწყებენ პატრონების დავალებით. აი, ნახავთ. სენატორმა შაჰინმა დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო. კითხვა მაქვს, ის რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია ხელისუფლების დონეზე და ბოლოს სასიკვდილოდ გამეტება სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია ? აქ რის დასამკვიდრებლად აპირებს ჩამოსვლას ? არჩევნების დასაკვირვებლად რომ არა ნათელია, ალბათ ისეთივე ,,სამართლიანი” გარემოს დასამკვიდრებლად, ანუ ასარევად.”- წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით
Next: გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.