Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას

მარშალ პრესი 13/07/2024
irakli kobakhidze

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაზეც, მე შეხვედრაზეც მქონდა საუბარი. ასეთი გადაწყვეტილებები არ წაადგება ურთიერთობების გაჯანსაღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში
Next: არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.