Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება

მარშალ პრესი 13/07/2024
irakli kobakhidze

რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თუშეთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში, რაც უპრინციპობის გამოვლინებაა.

„რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რაც ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ გადალახონ, რამენაირად, ბარიერი. ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდად ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამისთვის გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა
Next: მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.