Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თუშეთში „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

მარშალ პრესი 13/07/2024
Capture
მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თუშეთში განაცხადა, სადაც „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „თუშეთობა“ მიულოცა.
„მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“. ყველას მივულოცე „თუშეთობა“, აქაურობა არის ულამაზესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეს და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების აღნიშვნა, რაც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები” იმართება. ფესტივალს დღეს თუშეთი, ხევსურეთი, მესტია და ყაზბეგი მასპინძლობს; 20 ივლისს კი ღონისძიებები ბახმაროში, გორდში, გოდერძისა და ცაგერში გაიმართება.
მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის  გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასში და მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიანთა-ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 450 ლარს შეადგენს, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში“ განხორციელდა
Next: მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.