ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ „კრიტიკული ინფრასტრუქტურის“ გარკვეულ უბნებს კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს

239
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ „კრიტიკული ინფრასტრუქტურის“ გარკვეულ უბნებს კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს.

ბაიდენის თქმით, მან 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი გამოყო, რომლებიც განისაზღვრება, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის, წყლის ჩათვლით და ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ეს კიბერომის საზღვრებს გარეთაა.

„პრინციპი ერთია, ეს პრაქტიკაში უნდა იყოს გამყარებული. პასუხისმგებელმა ქვეყნებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ კრიმინალების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ტერიტორიებზე კიბერშეტევებისთვის ე.წ. მავნე პროგრამებს იყენებენ. ორივე მხარე ექსპერტების ჩართვაზე შეთანხმდა, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტულ ურთიერთგაგებაზე, რაც საზღვრებს გარეთაა და გააკონტროლებენ კონკრეტულ შემთხვევებს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს მნიშვნელვანი კიბერშესაძლებლობები და შემდგომ კიბერშეტევებს უპასუხებს.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება